მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან გოგიბერიძე GMP/GDP სტანდარტების დანერგვაზე: ბაზარი ქართველი მწარმოებლების გარეშე დარჩება

5fabc94e02a46
ლიკა გურაბანიძე
11.11.20 21:20
1571

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც შესაბამისი განვითარების გეგმა, შესაბამისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები გააჩნიათ, წარმოდგენილი გეგმების მიხედვით ახალ GMP/GDP სტანდარტზე გადასვლის საშუალება მიეცეთ. შეიქმნას ე.წ ბუფერული დრო, რომლის განმავლობაშიც ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება მოხდება.” - ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

გოგიბერიძის განცხადებითვე, GMP/GDP სტანდარტის დანერგვა, რომელიც ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით იგეგმება, აუცილებელია, და ეს საექსპორტო ბაზრების გაფართოებას და ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას გაზრდის.

“ბიზნესების გარკვეულ რაოდენობას უკვე შესყიდული აქვს როგორც მიწის ფართები, ასევე საწარმოო ხაზები. ის სტანდარტი, რომელიც ჩვენი ბიზნესის მიმართ არის მოთხოვნილი, იმპორტიორი კომპანიების მიმართ არ არის. აქედან გამომდინარე, ბიზნესი თავს იკავებს იმიტომ, რომ არაკონკურენტუნარიან გარემოშია. სანამ ეს არ შეიცვლება, ბიზნესი ასეთ საქმეში თანხის ჩადებას ვერ შეძლებს. 2022 წლამდე აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას მწარმოებლების მხრიდან 2-3 კომპანია შეძლებს. თამამად შეიძლება თქვას, რომ ადგილობრივი ბაზარი ქართველი მწარმოებლების გარეშე დარჩება და ხელმისაწვდომ მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნება.

ეს დეფიციტი ფაქტობრივად უკვე არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სტანდარტის დანერგვა, როგორც ფინანსურ ასევე ინტელექტუალურად დიდ რესურსს მოითხოვს. აქედან გამომდინარე დაბალფასიანი მედიკამენტის წარმოება არარენტაბელურია.” - განაცხადა ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები