მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

62fa1e1759611
მარიამ ვარადაშვილი
15.08.22 14:19
991
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2022 წლის რთველის სუბსიდირება ჯამში 150 მლნ ლარი დაჯდება.

“ამის თაობაზე ვისმჯელეთ, შეკრება გვქონდა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რთველი წელსაც დავასუბსიდიროთ. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება და არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელწიფო ჩვენს მევენახეებს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს. პროცესში 300-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება. მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს.

ასევე, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს - დაახლოებით 300 ათას ტონას. ვინაიდან ეს სტრატეგიული დარგია, ჩვენი ქვეყანა მეღვინეობის აკვანია და დადასტურებულია, რომ მეღვინეობა სწორედ ჩვენგან დაიწყო, ამიტომ, სახელმწოფოს მხრიდან სწორი ჩარევა აუცილებელია”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები