სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საპატიმრო დაწესებულებებში ახალი ვიდეო-სათვალთვალო სისტემების დამონტაჟებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, უწყება 30.3 მილიონი ლარის ვიდეო-სათვალთვალო სისტემის შესყიდვას გეგმავს.
კომპანიებს შესყიდვის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა 6-9 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებეათ, ხოლო გამარჯვებულ პრეტედენტთან უწყება საიდუმლო გრიფის მქონე კონტრაქტს გააფორმებს.
"ინტერესის გამოხატვა: კომპანიებს შეუძლიათ გამოხატონ ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის ინტერესი შემდეგი ფორმით: შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კანცელარიაში (ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N27.) უნდა წარმოადგინონ წერილი ინტერესის გამოხატვის თაობაზე (დანართ N2-ის მიხედვით), რომელსაც უნდა დაურთონ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა (ფორმა N4). აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნას ინტერესის გამოხატვისათვის განსაზღვრული ვადის (2 სამუშაო დღე) ბოლო დღის 18:00 სთ-მდე,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
განაცხადში მითითებული არაა, თუ რამდენი ვიდეოკამერის შესყიდვას გეგმავს უწყება.