საბროკერო კომპანია Fx Group-ში შს სამინისტროს წარმოამდგენლები შევიდნენ. ინფორმაცია bm.ge-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს.
რა გახდა კომპანიაში პოლიციის შესვლის მიზეზი, უცნობია. უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედები, დოკუმენტაციის დათვალიერება და ა.შ.
საბროკერო კომპანია FXGroup საერთაშორისო საბირჟო სისტემებზე საქართველოდან წვდომისა და სავაჭრო ოპერაციების ონლაინ განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.