მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდის კუთვნილი საავადმყოფოები ზარალზე მუშაობენ

5c594f7f399f0
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.19 13:43
1278
საქართველოს მთავრობის კუთვნილ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდ “საპარტნიორო ფონდს” მართვაში რამდენიმე მსხვილი კლინიკა აქვს აღებული.

შპს “კლინიკების მართვის კომპანიის” მეშვეობით ფონდი სამ საავადმყოფოს - ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს მართავს.

სახელმწიფოს კუთვნილი საავადმყოფოების ჯამური ღირებულება 183 მილიონ ლარს აღემატება.

“კლინიკების მართვის კომპანიის” მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2017 წელი ზარალით დაასრულა. მისი შემოსავლები და ხარჯები ასეთი იყო:
  • შემოსავალი სამედიცინო საქმიანობიდან - 19,870,000 ლარი;
  • სხვა შემოსავალი - 2,916,000 ლარი;
ხარჯები: 
  • შრომის ანაზღაურება - 12,742,000 ლარი;
  • სამედიცინო საქონელი - 5,953,000 ლარი;
  • კომუნალური ხარჯი - 1,096,000 ლარი;
  • საგადასახადო ხარჯები და საგადასახადო ანარიცხის ხარჯი - 1,005,000 ლარი;
  • ცვეთა და ამორტიზაცია - 961,000 ლარი;
  • რემონტის ხარჯი - 228,000 ლარი;
  • სხვა სასაქონლო მატერიალური მარაგების ხარჯი - 145,000;
  • ვალების ცვლილება - 126,000 ლარი;
  • სხვა ხარჯი საოპერაციო - 726,000 ლარი;
  • ფინანსური ხარჯი 42,000 ლარი.
სრული ზარალი - 238,000 ლარი

საავადმყოფოების შესახებ:

რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნა 1973 წელს, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) მთავარი კლინიკური ბაზა. თავიდან საავადმყოფო გათვლილი იყო 1100 საწოლზე. 2006 წელს მთავარ შენობას მიემატა 3-სართულიანი ე.წ. „გადაუდებელი დახმარების“ („ემერჯენსის“) შენობა.
ამჟამად კლინიკის ფუქციონირებადი ნაწილი, ძირითადად, „ემერჯენსის“ და პათანატომიის
შენობებს მოიცავს. კლინიკა ფუნქციონირებს ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური ცენტრით და რამდენიმე სტაციონარული განყოფილებით. თანამშრომელთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის შეადგენდა 837-ს.

სს “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” (ყოფილი “ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი”) დაარსდა 1977 როგორც “ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი” და თავის დროზე იგი წარმოადგენდა ქვეყანაში ონკოლოგიის სტაციონარული და დისპანსერული ქსელის წამყვან დაწესებულებას (2010 წლამდე - დაახლოებით 700 საწოლით). 2012 წელს ცენტრის პრივატიზაციის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

ამჟამად ცენტრი ფუნქციონირებს შენობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილში და პაციენტებს უტარებს ფართო სპექტრის დიაგნოსტიკურ და სამკურნალო დახმარებას. საქართველოში პალიატიური დახმარების პირველი კერა და ჰოსპისიც სწორედ აქ ამოქმედდა. სამომავლო გეგმები სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრთან“ დაკავშირებით დამოკიდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხედვასა და პოზიციაზე ონკოლოგიური ცენტრის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით. თანამშრომელთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის შეადგენდა 294-ს.

შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ კლინიკა 1936 წელს დაარსდა. საწოლების რიცხვმა 1950-იან წლებში 200-ს მიაღწია. ამჟამად საავადმყოფო ახორციელებს დიაგნოსტიკურ და სტაციონარულ დახმარებას ბავშვთა ინფექციური დაავადებების ფართო სპექტრის შემთხვევებში. თანამშრომელთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის შეადგენდა 264-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები