მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია "მიწის ბანკის" შექმნას გეგმავს

5cb49c4dd7828
სალომე მეცხვარიშვილი
15.04.19 19:00
1784
თბილისის მერია “მიწის ბანკის” შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ bm.ge-ის განუცხადა.

მისივე თქმით, მერია აპირებს მიწის ბანკი შექმნას კონკრეტული პროექტებით, რომლებსაც ადგილმონაცვლეობისთვის კერძო პირებსა თუ ბიზნესებს შესთავაზებს.

“მერია აპირებს მუციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თვითონ დააგეგმაროს განაშენიანება, ცარიელი მიწის ნაკვეთებიდან ჩვენ უნდა შევქმნათ საპრივატიზებო აქტივები, დავამტკიცოთ გრგ-ები (განაშენიანების რეგულირების გეგმა) და ეს მიწის ნაკვეთები გამოვიყენოთ მონაცვლეობისთვის.

რა აქვს განსხვავებული ამ მიწის ნაკვეთებს? გარდა გრგ-ებისა, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს გასწევს მუნიციპალიტეტი, რომ მივიდეს გზა, კომუნიკაცია, ტრანსპორტი დაინიშნოს. ამ მიწის ნაკვეთებზე მოხდეს სწორი ქალაქგეგმარება და მათი კომერციული ღირებულების ზრდა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ მუნიციპალიტეტის მიწის ბანკი, რომელიც გამოყენებული იქნება ასეთი ტიპის მონაცვლეობისთვის”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

მიწის ზოგიერთ მესაკუთრეს, რომელიც თბილისში ფლობს ნაკვეთს, პრობლემები მას შემდეგ წარმოეშვა, რაც დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, თბილისის გენერალური გეგმა დაამტკიცეს. საქმე ისაა, რომ ახალი გენერალური გეგმით ზოგიერთ ადგილს დედაქალაქში ზონირება შეეცვალა, შესაბამისად, იქ, სადაც მშენებლობა დაშვებული იყო, გენგეგმამ აკრძალა და პირიქით - სარეკრეაციო სივრცე სამშენებლოდ იქცა. აქედან გამომდინარე, გამოჩდნენ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

კითხვაზე - აქვს თუ არა თბილისის მერიას წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხები, ვიცემერი პასუხობს, რომ წელს ეს თანხები გამოყოფილი არ არის.

მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, მერია განიხილავს ადგილმონაცვლეობას, შემდეგ ზონირების შეცვლას და მხოლოდ ბოლო ვარიანტია კომპენსაცია, თუმცა ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ თბილისის მერია მზადაა, ნებისმიერ ფასად დაიცვას ქალაქის იერსახე, თუ ამის საჭიროებას დაინახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები