მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: "მივყვებით დინებას - სადაც ლარი გადაიჩეხება, ჩვენც გადავყვებით" <Video>

5d0273a1155ab
თელარა გელანტია
13.06.19 20:30
5441
„როცა ასეთი რყევები ხდება, ყველა გვაწყნარებს, ნუ ღელავთ ყველაფერი კარგად არისო და მე რომ ვანგარიშობ რაღაცეებს, ვხედავ, რომ არაა კარგად, მაგრამ უნდა შევეგუოთ“, - ამის შესახებ თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან ინტერვიუში ლარის კურსის რყევებზე კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება იმას, რამდენად პრობლემურია მისთვის ლარის კურსის ხშირი რყევების გამო ბიზნეს-საქმიანობა და გადაწყობა, ჭყონია აცხადებს, რომ უკვე „აღარც ეწყობა“.

„არც ვეწყობით უკვე. იცით, უკვე მივეჩვიეთ და როგორც ლარია დინებას მიშვებული, ჩვენც მივყვებით დინებას და სადაც ის გადაიჩეხება, ჩვენც გადავყვებით; ერთად მივმდინარეობთ ჩვენ და ლარი“, - განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ლარი ეკონომიკის თერმომეტრია და საუბარი იმაზე, რომ ლარის კურსი თურქეთის ეკონომიკაზეა მიბმული, არასერიოზულად ეჩვენება.

„რომ საუბრობენ, ლარი თურქულ ეკონომიკაზეა მიბმულიო - მე ასეთი წინადადება მაქვს, თურქეთში წავიდეთ სამუშაოდ და იქიდან დავეხმაროთ ლარს; გავაჯანსაღოთ ჯერ თურქეთი და შემდეგ ლარიც გაჯანსაღდება ალბათ“, - ამბობს ჭყონია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები