უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის (FIABCI) მსოფლიო პრეზიდენტის ვალიდ მოუსას აზრით, „სექტორზე პანდემიის გავლენა არსებითია და მისი ხარისხი დამოკიდებული იქნება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ხანგრძლივობაზე”.
ამის შესახებ მოუსამ FIABCIGeorgia-ს ორგანიზებით გამარტულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც საქართველოში მოღვაწე უძრავი ქონების და სამშენებლო-დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მან COVID 19-ის პანდემიის საშუალო და გრძელვადიანი გავლენაზე ისაურა.
„სექტორზე პანდემიის გავლენა არსებითია და მისი ხარისხი დამოკიდებული იქნება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ხანგრძლივობაზე, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ უძრავი ქონება სხვა სექტორებთან შედარებით მედეგია მსგავსი რყევებისადმი და შესაძლოა ნაკლებად დაზარალდეს, თუკი მოხდება დროული ადაპტირება არსებულ რეალობასთან”, - განაცხადა FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა ვალიდ მოუსამ.
მთავარი გზავნილები FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტისგან საქართველოს:
- უძრავი ქონების სექტორზე COVID 19-ს სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლები ზეგავლენა ექნება;
- მძიმე დარტყმას განიცდის ტურიზმის სექტორი. აქცენტები გადავა ძირითადად შიდა ტურიზმზე, რადგან საზღვრებს გარეთ მოგაზაურობა სწრაფად ვერ დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ მაჩვენებლებს;
- ცვლილებები იქნება საცალო ბაზარზე. ყველაზე მეტად დაზარალდებიან ძვირადღირებული ბრენდები, რადგან ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება;
- გააქტიურდება ონლაინ ბიზნესი, რაც დადებითად აისახება ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე;
- ბიზნეს-ცენტრებს მოუწევთ ადაპტაცია. ძალიან ბევრი ადამიანი იმუშავებს სახლიდან. ცვლილებები შეეხება საერთო სარგებელობის საოფისე სივრცეებსაც, მათი გადაგეგმარების საჭიროება გაჩნდება;
- საცხოვრებელ სახლებს ნაკლებად ნეგატიურად შეეხება კრიზისი, ვინაიდან სახლი ყველაზე დაცული და აუცილებელი აქტივია დღეს. მეტი ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი მშენებლობების განვითარების საჭიროება დადგება.
მათივე ცნობით, FIABCI-Georgia-მ ჩაატარა გამოკითხვა COVID-19-ის გავლენის შესახებ უძრავი ქონების სექტორზე საქართველოში.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო, სამშენებლო და დეველოპერული, არქტიტექტურული და სამშენებლო მასალის მწარმოებლი კომპანიები. მიღებული უკუკავშირი ძირითადად საგადასახადო შეღავათებს, საბანკო რეგულაციების შემსუბუქებას, ბიზნესის მხარდაჭერას, ინვესტიციების სტიმულირებას და ბიუროკრატიის შემცირებას ეხება.
„სწორედ ამ გამოწვევების პირობებში, სასურველია სახელმწიფომ ბიზნესის ჩართულობით დაამუშაოს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც დაბალანსებული იქნება კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ინტერესები, ისე რომ არ დაზარალდეს სხვა მხარეების ინტერესები და მოხდეს პოსტ კრიზისულ პერიოდში ნეგატიური ეფექტის მაქსიმალურად შემსუბუქება. FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი და FIABCI-Georgia გამოხატავს მზაობას სექტორულ ასოციაციებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესებში და ცვლილებებზე დროული ადაპტირებისთვის კერძო სექტორის ხმა მიაწოდოს სახელმწიფო უწყებებს, რელევანტური საკანონმდებლო ინიციატივების თუ სფეროს წამახალისებელი პროგრამების შესამუშავებლად“, - აღნიშნავენ FIABCI-Georgia-ში.
ცნობისთვის, FIABCI - უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია 69 წელია მსოფლიო ბაზარზე (70-მდე ქვეყანაში) უძრავი ქონების პროფესიონალთა ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა და მოიცავს სექტორს 360 გრადუსით:
არქიტექტორები, პროფილური ასოციაციები და აკადემიური ინსტიტუტები, ბროკერები, სამშენებლო-დეველოპერები, ზოგადი ბიზნეს მომსახურების პროვაიდერები, ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი და საჯარო მმართველობები, მენეჯერები, ოპერატორი კომპანიები, უძრავი ქონების სფეროს მომსახურების და მომწოდებელი კომპანიები.