მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება - "დარწმუნებული ვარ, ბრილიანტებს აღმოვაჩენთ“

62872fc9f10de
თელარა გელანტია
20.05.22 10:54
7153
მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში უფასო IT სკოლა იხსნება. როგორც „ლელოს“ ლიდერმა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში განაცხადა, სკოლა 23 მაისს გაიხსნება.

მისივე ინფორმაციით, უფასო IT სკოლაში სწავლის მიზნით, რეგისტრაცია უკვე 200-მეტმა ახალგაზრდამ გაიარა.

„დარეგისტრირდნენ არა მარტო წალენჯიხელი ახალგაზრდები, არამედ ახალგაზრდები სენაკიდან, ჩხოროწყუდან და სხვა მომიჯნავე ქალაქებიდან თუ რაიონებიდან.

ეს იქნება ჩემ მიერ დაფინანსებული უფასო IT სკოლა, სადაც რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდებისგან შევქმნით სერტიფიცირებულ დეველოპერებს, რომელთა დიდი დეფიციტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში. იდეაც ეს არის. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ყველაფერი - არაა საჭირო ოფისში სიარული. მითუმეტეს IT ინდუსტრია ონლაინ მუშაობს. ამდენად, რამდენიმე თვეში ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ექნებათ შანსი, მოიძიონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. დარწმუნებული ვარ, ამ 200 ახალგაზრდაში ბრილიანტებს აღმოვაჩენთ.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი საქმე, რასაც გავაკეთებ, ესაა ხელი შევუწყო ამ ახალგაზრდებს წარმატების ფორმულის მოძიებაში, სწავლის დაფინანსებასა და მხარადჭერაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

IT სკოლისთვის შენობა უკვე იქირავეს და საჭირო ინვენტარითაც აღჭურვეს. 

„ლელოს“ლიდერის თქმითვე, მუშაობს ამერიკულ აკადემიასთან, რათა წალენჯიხაში გაიხსნას საზაფხულო სკოლა, სადაც ინგლისურის და სხვა უცხო ენების ინტენსიური სწავლება მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები