Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„უძრავი ქონების ოსკარების“ მფლობელი ქართული კომპანიები

BM.GE
13.06.23 19:07
114
მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე „ანაგის“ აშენებულმა ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა „აჭარაბეთ არენამ“ მოიპოვა. სტადიონს მინიჭებული აქვს UEFA IV კატეგორია და გათვლილია 20,000 მაყურებელზე, რომელიც საშუალებას იძლევა უმასპინძლოს მსოფლიო მასშტაბის მაღალი დონის საერთაშორისო მატჩებს.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ, არენის ციფრული ეკოსისტემა დაფუძნებულია განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, რაც მომავლის ეკოლოგიაზე ზრუნვაში მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. „აჭარაბეთ არენა“ ერთ-ერთი უახლესი და მოწინავე სტადიონია ევროპაში, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 2020 წელს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა მზად არის უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ ღონისძიებებს.

FIABCI მსოფლიო დაჯილდოებაზე, რომელსაც 12 კატეგორიაში, 31 გამარჯვებული კომპანია ჰყავს, გენერალური გეგმის კატეგორიაში ვერცხლის ოსკარი მოიპოვა „მწვანე ქალაქი ლისზე“. კომპანიის ინოვაციური კონცეფცია 80/20, რომელიც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე შენობების განლაგებას, ხოლო დანარჩენ 80% -ზე გამწვანებისა და დამატებით ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მესამე გამარჯვებული საქართველოდან „ინოვაციური საოფისე შენობაში“ კომპანია „მეამა“ გახდა. ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძის მიერ შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა აღიარება უკვე მოიპოვა. "მეამას" შენობამ მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონკურსში 2020 წელს გაიმარჯვა. ყავის მწარმოებელი კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში ამოქმედდა და უნიკალური შენობა ქართულმა კომპანიამ „უნიქს დეველოპმენტმა“ ააშენა.

სტუმრები:
ირაკლი გოგოლიშვილი - “ანაგის” გენერალური დირექტორი;
გიორგი ხმალაძე - არქიტექტორი;