Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი: რას ცვლის სექტორისთვის საერთაშორისო დონეზე აღიარება?

BM.GE
13.06.23 19:02
109
8 ივნისს აშშ-ში, მაიამიში უძრავი ქონების ოსკარების 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა, სადაც საქართველოდან წარდგენილი პროექტები პირველად იღებდა მონაწილეობას და სამი ვერცხლის ოსკარით დავჯილდოვდით.

კატეგორიაში ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა“ ოსკარი მიიღო ბათუმის სტადიონმა. კატეგორიაში ,,ინოვაციური საოფისე შენობა“ გამარჯვებული გახდა „მეამა“, ხოლო კატეგორიაში ,,გენერალური გეგმა” ოსკარი ერგო ,,მწვანე ქალაქი ლისზე“, რომელიც კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ წარადგინა. „მეამას“ სახელით მონაწილეობას იღებდა თავად ამ შენობის ავტორი, არქიტექტორი გიორგი ხმალაძე, ხოლო ბათუმი სტადიონის წარმდგენი იყო აჭარის მთავრობა.

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის მონაწილე ქვეყნებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ვიეტნამი, ტაივანი, უნგრეთი, სინგაპური, საქართველო, ავსტრია, იტალია.

საქართველოდან მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს „ფროფერთი ჯორჯია“-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ ღონისძიებაზე შეარჩია. Adjarabet Arena ოქტომბრის ეროვნულ დაჯილდოებაზე კომპანიებმა ,,ანაგი“ და ,,სიემსი“ წარადგინეს.

სტუმრები:
ლიკა ქარდავა - FIABCI -georgia-ს პრეზიდენტი;
ნუცა აბრამიშვილი - "შუხმან ჯგუფის" გენერალური დირექტორი.

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად.