Home
Category
TV Live Menu

აზერბაიჯანსა და საქართველოში ერთობლივი კომბინირებული ტურები იგეგმება

BM.GE
27.01.22 09:14
376
აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივი კომბინირებული ტურების განვითარებას იწყებენ, ამის შესახებ 26 იანვარს თბილისის ცენტრში მდებარე Azerbaijan Travel-ის სადემონსტრაციო დარბაზში სპეციალური ღონისძიებაც გაიმართა და მისი მიზანი რეგიონული ტურიზმის აყვავებაა. ღონისძიების პარალელურად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა და განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. რა ტიპის ერთობლივ პროექტებსა და გეგმებზეა საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და რამდენად შევძლებთ პროექტის ფარგლებში ქვეყანაში მეტი ტურისტის მოზიდვას?
 

Subscribe to our news

Get the main news of the day