Home
Category
TV Live Menu

Azimut Yachts საქართველომ 2019 წლიდან საქართველოში 17 მცურავი ობიექტი გაყიდა

BM.GE
27.07.22 09:20
165
Azimut Yachts საქართველომ 2019 წლის შემდგომ საქართველოში ჯამში 17 მცურავი ობიექტი, მათ შორის იახტა და კატერი გაყიდა. როგორც Azimut Yachts საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე forbes-სთვის ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნავს, ამ გაყიდვების მაჩვენებელმა კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინსაც კი გადააჭარბა. გიორგი ჩიკვაიძე საუბრისას განმარტავს, რომ საქართველოში სექტორის განვითარებისთვის პირველ რიგში საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური მოწესრიგება უნდა დაიწყოს, რათა ქვეყანაში საიახტო ინდუსტრიაზე მიბმული სხვადასხვა ბიზნესები მის პროპორციულად განვითარდეს.

გიორგი ჩიკვაიძე - Azimut Yachts საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day