Home
Category
TV Live Menu

Baidu-მ უახლესი თვითმართვადი ავტომობილი წარადგინა

BM.GE
29.07.22 09:14
134
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Baidu-მ უახლესი თვითმართვადი ავტომობილი წარმოადგინა, რომელსაც საჭე ეხსნება.ამ ავტომობილის გამოყენებას კომპანია რობოტაქსის სერვისისთვის გეგმავს, რომელიც მომავალ წელს, ჩინეთში გაეშვება. ერთეული Apollo RT6-ი 250 ათასი იუანი, ანუ დაახლოებით $37 ათასი დოლარი ღირს. უახლესი ავტომობილი მეოთხე დონის თვითმართვად ტექნოლოგიას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა სრულად ავტონომიურია და ადამიანი მძღოლის ჩარევას არ საჭიროებს. ყველაფერი ეს ავტომობილის გარშემო არსებული რვა ლიდარითა და თორმეტი კამერითაა შესაძლებელი. გზებზე ეს ავტომობილი საჭის გარეშე გამოჩნდება, მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც ჩინური მარეგულირებელი მას მწვანე შუქს აუნთებს.Baidu ის ერთ-ერთი ჩინური კომპანიაა, რომელსაც სურს, რომ თვითმართვადი ავტომობილების გამოყენება რეალობად აქციოს. ამ მიმართულებით, Baidu-ს კონკურენტები Pony.ai-ი და WeRide-ი არიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day