Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ბენე ექსკლუზივმა“ პროექტ „აეროპორტის ტაქსის“ ფარგლებში ავტოპარკი განაახლა

BM.GE
21.04.22 09:22
314
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კომპანია Bene Exclusive განახლებული ავტო-პარკით მოემსახურება. კომპანია, აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Kia-ს ფირმის უახლესი ჰიბრიდული მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 40- დან 60 ლარამდე იქნება. კომპანია ბენე ჩამოფრენილი მგზავრებისთვის აეროპორტში კომპანიის ოფისს განათავსებს, სადაც მგზავრები ბილეთის წინასწარ შეძენას და სასურველი მარშრუტის დაგეგმვას შეძლებენ.

სტუმარი: გიორგი გორგაძე - "ბენე ექსკლუზივის" აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day