#BMGDRIVE: „უნდა ვაწარმოოთ მცირე რაოდენობის, მაგრამ ძვირადღირებული ღვინო“
03.06.22 10:30
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო, უფრო საიმიჯო პროდუქტი ღვინოა, რომლის წმინდა ექსპორტი 2022 წელს კლების ტენდენციით ხასიათდება. მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. როგორ უნდა იყოს ქართული ღვინო გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი, რა ტენდენციაბია მსოფლიო ბაზარზე?! ბი ემ ჯი დრაივს დღეს მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი სტუმრობდა, რომელიც ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელია და ფიქრობს, რომ ღვინის ექსპორტი არა ბოთლების რაოდენობით, არამედ მისი ღირებულებით უნდა დავითვალოთ.