Home
Category
TV Live Menu

ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობა

BM.GE
11.02.21 14:50
253
საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის 75%-ზე მეტი ნაგავსაყრელზე ხვდება. ნაგავსაყრელზე განთავსება ნარჩენების მართვის ყველაზე ნაკლებად სასურველი გზაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ნაგავსაყრელი არასათანადოდ არის მოვლილი. ეს პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით განსხვავება დიდია. აქაც.

მაგალითისთვის, თუკი საქართველოს შვედეთს შევადარებთ, EU Neighborhood-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილი მონაცემებით, იქ ნაგავსაყრელზე ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება, ნათქვამია. ნარჩენების მინიმიზაციას არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც აქვს, რომლის გამოყენებაზეც საქართველომ ზრუნვა უნდა დაიწყოს.

ცირკულარული ეკონომიკა (ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს) 4.5 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკურ შესაძლებლობას გვთავაზობს, ნარჩენების მინიმაზიის, ბიზნესის ზრდის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. ნედლეულის უკეთ გამოყენება მხოლოდ პლანეტისთვის არაა სასარგებლო, იგი ფინანსური იმპერატივია. რესურსების საერთაშორისო პანელის თანახმად, მასალებისა და ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების გზით, გლობალური ეკონომიკა 2050 წლისთვის დამატებით US$2 ტრილიონს მიიღებს.

სწორედ ამიტომ, შესაძლოა, განსაკუთრებული უპირატესობები მიიღონ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა, ნათქვამია WEF-ის ტატიაში. რესურსების საერთაშორისო პანელის მოდელირება ცხადყოფს, რომ 2060 წლისთვის, მართებული მდგრადი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, გლობალური რესურსების გამოყენების ზრდა შეიძლება 25%-ით შემცირდეს. ამავდროულად, გლობალური მშპ შეიძლება გაიზარდოს 8%-ით, განსაკუთრებული სარგებლით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.

სოციალური კეთილდღეობის მომტანი, მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა, გლობალური გამოწვევაა ცვალებად სამყაროში, რაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა COVID–ით გამოწვეული მასობრივი უმუშევრობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის დროს.

თუმცა, კოვიდის დაძლევის ფონზე, ცირკულარული ეკონომიკა გვთავაზობს ცხოვრებისა და მუშაობის პირობების ფორმირებასა და გაუმჯობესებას, იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად უტილიზაციის სფეროში არაფორმალურადაა დასაქმებული, განსაკუთრებით, ქალებისთვის.

კვლევის თანახმად, ცირკულარულ ეკონომიკას, მხოლოდ ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე 4.8 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. მაგალითისთვის, ჩილეში მიზნად იქნა დასახული, 2040 წლისთვის, ცირკულარული ეკონომიკის მეშვეობით, 180,000-მდე ფორმალური სამუშაო ადგილის შექმნა, განახლებადი ინდუსტრიის მეშვეობით, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის საკვანძო ნაწილია. აღნიშნული ჩილეელებს დაეხმარება, მიაღწიონ მიზანს და უტილიზაცია 4%-დან 65%-მდე გაზარდონ, რაც მათი ეკონომიკური კეთილდღეობისა და მომავლისათვის - ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა - სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა მოითხოვს მასალებისა და წარმოების სრულყოფილი ჯაჭვური საკითხების მოგვარებას, არა მხოლოდ პროდუქტების, არამედ რესურსების ნაკადების რეკონსტრუქციას. გლობალიზებულ ეკონომიკურ სისტემაში ეს თანამშრომლობას მოითხოვს. მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ, მრავალმხრივ დონეზე, ვალდებულებების შესასრულებლად.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. სამუშაო რთული იქნება. თუმცა, აღნიშნულ მიზანს უდიდესი სარგებელი და შესაძლებლობები აქვს. აუცილებელია ამ ტრანსფორმაციის გაძღოლა, რომ დავიცვათ კეთილდღეობა და ასევე, კლიმატი.

კიდევ უფრო მეტი წელი დაგვჭირდება თუ შუა გზაზე გავაჩერებთ უკვე დაწყებულ სამშაოებს. ისე როგორც მაგალითად ეს ნაჩენების მართვის კანონმდებლობაზე გვჭირს.

განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მყარი ნარჩენების მართვა ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, ფინანსურ და გარემოსდაცვით პრობლემებს უკავშირდება. არადა შესაძლებელია.

coca-Cola აშშ-ში სრულად გადამუშავებად პლასტმასის ბოთლებს გამოიყენებს. ჯერ საქართველოში არა, თუმცა არც ადგილობრივად უჭირს კომპანიას ცირკულარული ეკონომიკის ამუშავებისთვის მზაობა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ორგანიზებულობა. ამ მხრივ ჯერ სხვა გამოწვევებია, უფრო სწორად დაუსრულებელი გამოწვევებია რომელიც უკვე რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგაც ვერაფრით აისახა საკანონმდებლო დონეზე ისე რომ საქმე დაიძრას.











Subscribe to our news

Get the main news of the day