Home
Category
TV Live Menu

დაჯარიმებული IT კომპანიები ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ

BM.GE
11.07.22 01:22
281
საქართველოში მოღვაწე საინფორმაციო და ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს ვირტუალური ზონის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში დღგ-სა და მოგების გადასახადის 0%-მდე შემცირება შეუძლიათ. შეღავათები IT სერვისების განვითარების ხელშესაწყობად ჯერ კიდევ 2011 წელს ამოქმედდა, თუმცა ეს კომპანიები შემოსავლების სამსახურმა დააჯარიმა და მათ 2018 წლიდან მოყოლებული დარიცხული მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.შემოსავლების სამინისტროს არგუმენტი კომპანიების მხრიდან პროდუქციის საქართველოში წარმოების ფაქტის არ დადასტურებაა, თუმცა კომპანიებში აცხადებენ, რომ მსგავსი მოთხოვნა კანონის ჩანაწერში არც არსებობდა, შესაბამისად ისინი ჯარიმების ჩამოწერას და არსებული ჩანაწერის დაზუსტებას მოითხოვენ. ამ თემაზე ბმჯ გასულ კვირებშიც გიყვებოდათ. რა ტიპის განახლებული ინფორმაცია არსებობს დღეისთვის და რაც მთავარია რას აცხადებენ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები?

Subscribe to our news

Get the main news of the day