Home
Category
TV Live Menu

ელექტრომობილების პარკირება

BM.GE
30.03.18 11:05
1182
საგადასახადო სისტემა საქართველოში ელექტრომობილების შემძენებს შეღავათს უკეთებს და ელექტრომობილების განბაჟება უფასოა, ადმინისტრაციული უწყებები ცდილობენ გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად გადაადგილებისთვის ტრადიციული შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები ელექტრომობილებით ჩაანაცვლონ. სულ ახლახანს ტენდერი თბილისის მერიამ გამოაცხადა. ელექტრომობილები მთელი მსოფლიოსთვის სულ რამდენიმე წლის სიახლეა და შესაბამისად მისი ფლობელები ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშე არიან. საქართველოში აღმოჩნდა რომ გამონაკლისები საყოფაცხოვრებო დონეზეც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ელექტრომობილებზე ავტომობილებზე პარკირების გადასახადი გააუქმა და ესეც ერთგვარი წახალისებაა, აღმოჩნდა რომ გადასახდელი ხშირად ვერც ვერაფერია რადგან ავტომობილების პარკირება უბრალოდ ვერ ხერხდება.

სტუმრები: ნინი ლონგურაშვილი - საქმიანი დილის თანაწამყვანი;
სულხან გვალია - Espace-ის აღმასრულებელი დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day