“ელიტ ელექტრონიქსის” ახალი კონცეფციის ფილიალი გაიხსნა
BM.GE
30.09.22 11:15
• 137
კომპანია ელიტ ელექტრონქსი უკვე 26 წელზე მეტია, რაც სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე ლიდერი მოთამაშეა. ამ დროის განმავლობაში ბრენდმა არაერთხელ განიცადა ცვლილება და იქცა ისეთ ადგილად, სადაც მომხმარებელს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება შეუძლია მიიღოს. გუშინ, 29 სექტემბერს ქავთარაძის N1-ში კომპანიამ ახალი კონცეფციის მაღაზია წარუდგინა მომხმარებელს. ღონისძიებას უცხოელი პარტნიორები და მათთან ერთად ქართველი მომხმარებლები ესწრებოდნენ.