Home
Category
TV Live Menu

ევროპის ენერგეტიკული პერსპექტივა და გავლენა საქართველოზე

BM.GE
28.10.22 13:22
200
გათხევადებული გაზი რუსულ გაზს ანაცვლებს – ასეთი სათაურით უკვე რამდენიმე სტატია დაიბეჭდა საერთაშორისო პრესაში. 

სტატისტიკა, რომელსაც მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემები თუ მედიები ეყრდნობიან ასეთია: ევროკავშირის გაზის საცავები 94%-ითაა შევსებული, მაშინ, როდესაც სამიზნე ნიშნული 80% იყო. ექსპერტების თქმით, ეს უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია და ბოლო წლებში საცავების მარაგის მაქსიმუმი 87%–ზე მაღალი არ ყოფილა. ამჟამად რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირის მასშტაბით მხოლოდ 9%-ს შეადგენს, არადა შარშან ამ დროს 40% იყო. 

ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება კვლავ 126%–ით მაღალია შარშან ოქტომბერთან შედარებით, როცა პანდემიის შემდეგ ეკონომიკამ ამუშავება დაიწყო და მოთხოვნა უცებ გაიზარდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ფასები დეკემბერ–იანვარში, ამინდის გაუარესებასთან ერთად, შეიძლება ისევ გაიზარდოს, თუმცა მარაგების პრობლემა აღარ არსებობს.

სტუმარი: არჩილ მამათელაშვილი - ენერგეტიკოსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day