Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფისტას პოტენციალი საქართველოში და ასოციაციის გეგმები

BM.GE
24.01.23 11:39
111
ქვეყანაში ფისტას, როგორც კაკლოვანი კულტურის ცნობადობა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს ფისტას ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ 1-დან 3 წლამდე პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე, სავსებით შესაძლებელი იქნება, იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდეს და დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ქართული ფისტას ნაწარმი. 

2015-2021 წლებში, „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში კაკლოვანი კულტურებზე გაცემულია 33 734 380 ლარის თანადაფინანსება. დაფინანსების დიდი წილი მოდის კაკალსა (45%) და ნუშზე (44%). შედარებით მცირეა თხილის და ფისტას თანადაფინანსება, 7% და 4%-ს შეადგენს. 

ფისტას წარმოებაში მსოფლიო ლიდერები აშშ, ირანი და თურქეთი არიან. შეერთებულმა შტატებმა 2021-2022 წლებში მსოფლიოში არსებული ფისტას დაახლოებით ორი მესამედი აწარმოა. მისი წილი 67% იყო. მეორე პოზიციაზეა ირანი 17 პროცენტით, მესამეზე კი - თურქეთი ბაზრის 11 პროცენტიანი წილით. აღსანიშნავია, რომ ჯამში, მსოფლიოში ფისტას წარმოება რეკორდულ, 1 მლნ ტონას უახლოვდება. 

სტუმრები: ოთარ ანგურიძე - საქართველოს ფისტას ასოციაციის თავმჯდომარე;
გიორგი მეურნიშვილი - ფისტის მწარმოებელი, ფერმერი.


Subscribe to our news

Get the main news of the day