Home
Category
TV Live Menu

ფონდი „კეტარის“ ვიზიტი რეგიონებში

BM.GE
27.07.22 09:28
192
ახალი თაობის საინვესტიციო ფონდი “კეტარი”, რომელიც კრეატიულ ადამიანებსა და, ზოგადად, ინდუსტრიის პროდუქტების აღმოჩენაზეა ორიენტირებული, ხუთდღიანი ვიზიტით საქართველოს რეგიონებს ეწვია. ვიზიტის მიზანი რეგიონებში არსებული სიტუაციის შესწავლა, მომავალ პარტნიორებთან შეხვედრა და კრეატიული მიმართულებით არსებული პოტენციალის გაცნობა იყო. ვიზიტის ფარგლებში, „კეტარის“ გუნდი რეგიონებში შეხვდა ადამიანებს, რომლებიც რეწვის სხვადასხვა მიმართულებით არიან დაკავებულები. ფონდი „კეტარი“, რომელსაც სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, კრეატორებს ახალი პროდუქტებისა და ნიჭის განვითარების მიზნით საკუთარი რესურსების, ცოდნისა და ქსელების ეკოსისტემას უზიარებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day