Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbes #30UNDER30 - გოგო, რომელიც ყველგან კვალს ტოვებს

BM.GE
10.11.20 11:25
515
მუსია ქებურია პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია. პირველად სამი წლის ასაკში დახატა და მას შემდეგ ეს საქმე არ შეუწყვეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქუჩის ხელოვანია, რომლის ნახატებიც არასდროს დაგავიწყდებათ. მიზნად კი კიდევ უფრო დიდ და მასშტაბურ კედლებთან შეჭიდებას ისახავს და უნდა მისი მცირე წვლილით საქართველომ მსოფლიო STREET ART-ის რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. თბილისის გარდა მუსიას ნახატებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ კუთხეში შეხვდებით: ახალქალაქი, ბათუმი, ჩოხატაურში დუმბაძის სახლ-მუზეუმის კედელი, გუდაური, ქუთაისი… საქართველოს გარდა კვალი უკრაინაში, ნორვეგიასა და ლისაბონშიც დატოვა. ამბობს, სადაც ახერხებს თუნდაც მცირე კვალს მაინც ტოვებს ნამუშევრების სახით. როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, სად არის ახლა და რას აპირებს მომავალში?


სტუმარი: მარიამ (მუსია) ქებურია - Musya's Art, დამფუძნებელი
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day