საქართველოში მეცნიერებას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ - ეს ფრაზა ისმის თითქმის ყველა ადამიანისგან, რომელიც კონკრეტულდ ამ სფეროშია დასაქმებული, თუმცა შედეგი არ დგება. რამდენად ვასრულებთ და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ეს საკითხიც სადაოა. არადა ყველამ ვიცით, რომ მეცნიერება უმნიშვნელოვანესია სამყაროში და ამის დასტური და მტკიცებულება კორონავირუსი, პანდემია და საჭირო და რეკორდულ დროში, მეცნიერების მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა შეგვიძლია დავასახელოთ. საქართველოში კი, მეცნიერებას ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, ისევე როგორც ზოგადად განათლების სისტემას. ფორბსის 30 წლამდელთა რუბრიკა და ამ სიაში მოხვედრილი წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდები კი, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავიგოთ რა ხდება ქვეყნის მთავარ და წამყვან სფეროებში. რა ხდება და ვინ არიან ქართველი მეცნიერები?
სტუმარი: ანა გოგოლაშვილი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის ლაბორატორიის მენეჯერი, ქიმიის აკადემიური დირექტორი
სტუმარი: ანა გოგოლაშვილი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის ლაბორატორიის მენეჯერი, ქიმიის აკადემიური დირექტორი