Home
Category
TV Live Menu

“ფორსაჟი 9”-ის გამოსვლის შემდეგ საქართველოში ტურისტული ბუმი აგვიანებს

BM.GE
14.09.21 13:42
252
ტურიზმის ბაზარზე პოზიციონირებისა და ბრენდინგისთვის ქვეყნები აქტიურად მიმართავენ ტელევიზიასა და კინემატოგრაფიას. ფილმის გადაღების საშუალებით, ტურისტული ადგილის პოპულარიცაზიის ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტენდენციაა ტურიზმის მარკეტინგში. ამ მიმართულების ტენდენციად ჩამოყალიბება განაპირობა იმ უზარმაზარმა ეკონომიკურმა სარგებელმა, რაც შედეგად მოჰყვება ფილმის გამოშვებას ტურისტული აქტივობისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. სწორედ ეკონომიკურმა სარგებელმა უბიძგა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს სერიოზულად მოეკიდონ აღნიშნულ საქმიანობას. შესაბამისად, ტურიზმის მარკეტოლოგების საზრუნავი გახდა, თუ როგორ წარმოაჩინონ კონკრეტული ტურისტული ადგილი ფილმის საშუალებით ისე, რომ ის მოგვიანებით გარდაიქმნას ტურისტულ ჯავშნებად.

Subscribe to our news

Get the main news of the day