წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის შემცირების მოლოდინია, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი და რა თქმა უნდა ყველაზე საგრძნობი პროდუქტების ფასების ცვლილებაა. ამ საკითხის მოგვარება, ანუ გაძვირებული პროდუქტის გაიაფება მთავრობაში რეგულაციებით წარმოუდგენიათ და გეგმაც დასახულია. მთავრობის ხელმძღვანელი დარწმუნებულია რომ ვიდრე გეგმა იმუშავებს მის საჯარო განცხადებებს ეფექტი მოჰყვა და ამბობს რომ კანონპროექტის დაანონსების შემდეგ, ბაზარზე სურსათის ფასი 20-30%-ით შემცირდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ ფასები კიდევ უფრო მეტად დაიკლებს და მომხმარებლები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.