მოლოდინის რეჟიმია ყველა მიმართულებით, თუმცა პოზიტიური განწყობები ვაქცინაციის მსოფლიო ტემპიდან გამომდინარე ყველაზე კარგად მაინც ნავთობის ბაზარზე აისახება. წელიწადზე მეტია რაც ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარს არ აცდენია და ამ დროისთვის ნიშნული უკვე გადალახულია. რაზე გავლენაც გარდა მოლოდინებისა შტატებში რეზერვების შემცირებამ განაპირობა.
მარკ მიულერი Gulf Intelligence-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ახალი ვაქცინების რეგისტრაციაზე ინფორმაციის "ეიფორიაში" შესაძლოა ნავთობის ბაზარი "მოვლენებს აჩქარებს".








