Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით რატი მესხიშვილი

BM.GE
13.12.22 12:19
99
საერთაშორისო ინვესტორები ერთ-ერთი მსხვილი გარიგების მიმდინარეობის მიმართ დაკვირვების რეჟიმს ააქტიურებენ. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი ლონდონის საფონდო ბირჟის ოპერატორი კომპანიის, London Stock Exchange Group-ის 4%-იან წილს ყიდულობს. გარდა პირდაპირი ინვესტირებისა, დღეს LSEG-სა და Microsoft-ს შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის გაციფრულებისა და Cloud სისტემების განვითარების პროცესში Microsoft-ის ექსკლუზიურ ჩართულობას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში, მომდევნო ათი წლის განმავლობაში LSEG-ის ტექნიკურ მხარდაჭერას და მონაცემების დამუშავების უახლესი ხელსაწყოებით აღჭურვას სწორედ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი უზრუნველყოფს.

სტუმარი: რატი მესხიშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი;