Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ღამის კლუბების ბედი

BM.GE
29.09.21 13:22
234
2021 წლის 2 ოქტომებრს, ანუ რამდენიმე დღეში, ბერლინის ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი ბერგჰაინი იხსნება. 2020 წლის მარტის ჩაკეტვის შემდეგ, ღამის კლუბის მოყვარულებს პირველად აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ მათთვის საყვარელ ადგილს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებიან ორჯერადად აცრილები და ცხადიია არ იქნებიან იმ მომენტში ინფიცირებული. კლუბს საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვს და შესვლა ისეთი მარტივი აღარ იქნება, როგორც აპნდემიამდელ პერიოდში იყო.

ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ღამის ცხოვრების მოყვარულებს ინგლისში სექტემბრის ბოლოდან COVID-პასპორტის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ ინგლისს, ხოლო შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს შემოიღებენ თუ არა აღნიშნულ რეგულაციას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსoნი ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ მის გეგმებში შედიოდა ღამის კლუბების გახსნა რეგულაციების სრული დაცვით.

რა ხდება ამ დროს საქართველოში, რატომ არ იხსნება ჩვენთან ღამის კლუბები და როგორია ამ სფეროს წარმომადგენლების მოლოდინები?

სტუმარი: დათა ლაფაური - ბარი "დედაენა" დამფუძნებელი.




Subscribe to our news

Get the main news of the day