Home
Category
TV Live Menu

Geo Stalk – სტალკერი საქართველოდან, რომელიც მიტოვებულ ადგილებს გვაცნობს

BM.GE
15.12.20 12:13
411
შეუცნობლის შეცნობა, მიუღწევლის მიღწევა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ჩვენთვის, ადამიანებისთვის მძაფრად დამახასიათებელი თვისებაა. გვსურს თუ არა, გონებაში გამუდმებით ვეძებთ იმ კითხვებზე პასუხს, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს არ არსებობს. მათ კი, ვისაც სჯერა, რომ ამ პასუხებს იპოვის და ამას დიდ ძალასა და ენერგიას შეალევს, ცხოვრების სულ სხვაგვარი, ექსტრემალური სტილი აქვთ. ადამიანი, რომელზეც ახლა უნდა გაგაცნოთ სწორედ ასეთია. ის წლებია, მიტოვებული ადგილების აღმოჩენითა და ათვისებითაა დაკავებული. 4 წლის წინ მან საკუთარი პროექტი Geo Stalk შექმნა და ამ დროის განმავლობაში youtube და facebook-ზე აუდიტორიას უამრავ, მათთვის უცნობ ადგილს ინფორმაციულად და ვიზუალურად აცნობს.

სტუმარი: ალექს ჯეოსტალკი - ურბანული მკვლევარი.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day