Home
Category
TV Live Menu

გიორგი ისაკაძის 26 იანვრის პროლოგი - პეკინის გამზირზე უძრავი ქონების ფასი შემცირდა

BM.GE
26.01.18 10:12
1076
პეკინის გამზირზე უძრავი ქონების ფასი შემცირდა, იქ განთავსებული მაღაზიების მფლობელები კი რეალიზაციის შემცირებას უჩივიან. პეკინის გამზირზე კომერციული უძრავი ქონების იჯარის ფასი 2017 წელს წინა წელთან შედარებით 9%-ით, ხოლო ფართების ვაკანტურობა 7%-ით შემცირდა.

სტატისტიკას COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA ავრცელებს. პეკინის გამზირი კვლავ რჩება თბილისში ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩად, თუმცა, პეკინი ნაკლებად მომხიბვლელი გახდა მომხმარებლისთვის მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრებში შოპინგისა და გართობის კულტურა ჩამოყალიბდა და მომხმარებელთა ნაკადმა იქ გადაინაცვლა.

Subscribe to our news

Get the main news of the day