Home
Category
TV Live Menu
Loading data...

GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაში მონაწილეობს

BM.GE
05.12.22 09:32
147
GM PHARMA - მ (ჯი ემ ფარმამ) საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI Frankfurt (სი ფი ეიჩ აი ფრანკფურტ) ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგინა. საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPhI გლობალური პლატფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. წელს ნოემბერში გამოფენას ქ. ფრანკფურტი მასპინძლობდა.საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი კვლავ ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA იყო. ღონისძიების ფარგლებში GM PHARMA-ს გუნდმა მრავალი სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან – განხილულ იქნა ევროპული კომპანიებიდან ტექნოლოგიური ტრანსფერისა და სალიცენზიო პროექტების განხორცილების გეგმები, მათთან ერთად მედიკამენტების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები, აგრეთვე ევროპული კომპანიებისთვის კონტრაქტული წარმოება GM PHARMA-ს ფარმაცევტულ ქარხანაში საქართველოში. GM PHARMA-თან თანამშრომლობის სურვილი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბევრმა კომპანიამ გამოხატა, ასევე უფრო მაღალ ხარისხში ავიდა არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობაც. 

ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს GM PHARMA-სა და მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია Medichem-ს (მედიქემს) შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. Know-how-ს (ნოუ ჰაუს) გადმოცემის ხელშეკრულება. 

აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში GM PHARMA უფრო სწრაფად დანერგავს თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალურ კარდიოვასკულურ პრეპარატებს საქართველოსა და მის საექსპორტო ქვეყნებში, რაც ექიმებსა და პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უკეთესად მართვის საშუალებას მისცემს. ამ ტიპის ბიზნეს-თანამშრომლობით GM PHARMA შეძლებს დაარეგისტრიროს მის ფარმაცევტულ ქარხანაში წარმოებული მედიკამენტები ევროკავშირის ქვეყნებში, მოიპოვოს ევროპის კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატი EU GMP (ეუ ჯი ემ პი) და აქტიური ოპერირება დაიწყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. 

GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. GM PHARMA ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, მათ შორის ნაციონალურ და საერთაშორისო GMP (ჯი ემ პი) სერტიფიკატებს. 

დღეისათვის კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან GM PHARMA-ს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ექსპორტის ქვეყნებში აჭარბებს გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის მთავარი მიზნისკენ – გახდეს გლობალური ორგანიზაცია და ხაზს უსვამს GM PHARMA-ს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.
 




Subscribe to our news

Get the main news of the day