Google Map-ს განახლებული ფუნქცია აქვს: ის რუკაზე ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციას დაიტანს, რითაც მოსახლეობის ინფორმირების გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვას გააიოლებს. Google Map-ს რუკაზე ახალი, ზედა ფენა დაემატება, რომელიც როგორც პატარა, ასევე ტყის მასივების მასშტაბურ ხანძრებს გრაფიკულად აღბეჭდავს.