Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Google map-ში ავტობუსების განახლებული ნომრები შესაცვლელია, ტურისტები იკარგებიან

BM.GE
12.04.22 12:34
211
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ტურიზმის სექტორში აღდგენის ტემპი კვლავ ნელია. 2022 წლის მარტში, საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან კი, 34.1%-ია. ანუ 211 ათას 484 საერთაშორისო მოგზაურს შორის, ის ნაწილი, რომელიც დედაქალაქში გადაადგილდება და ამისთვის GOOGLE MAPS მოიხმარს, ფაქტობრივად იკარგება, რადგან თბილისის ავტობუსების განახლებული ნომრები ჯერ შეცვლილი არ არის და ტურისტების მხრიდან, უკმაყოფილება სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება. მათთვის ასევე გაუგებარია, რომელი მიკროავტობუსი სად მიდის. შესაბამისად დავინტერესდით ჩვენც, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და რატომ ვერ მოხდა დროულად ინფორმაციის დარედაქტირება.

სტუმარი: გიგი დაბრუნდაშვილი - კომპანია AzRy, ტრანსპორტის მიმართულების ანალიტიკოსი.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day