Home
Category
TV Live Menu

„ჰოლივუდ სითის" გეგმები - რა შენდება კასპში?

BM.GE
08.06.22 11:17
325
ეგვიპტური ინვესტიციით საქართველოში ჰოლივუდ სითი შენდება და ლოკაციად კასპი შეირჩა. კასპში, სოფელ წინარეხთან, მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „სვიფ ლენდ გრუპი“ ახორციელებს. 

ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს „სვიფ ლენდი“ 2021 წელსაა რეგისტრირებული და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ეგვიპტის მოქალაქე მაჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედია. 

„ჰოლივუდ სითის“ პროექტის მთლიანი ფართობი 14 ჰა-ზე მეტია, თუმცა მშენებლობა მხოლოდ მესამედზე განხორციელდება, დანარჩენი ტერიტორია კი ბუნებრივი ლანდშაპტი იქნება. კომპლექსი გასართობ და სპორტულ სივრცეებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროს, საცხოვრებელ ვილებს და კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით კინოს შემსწავლელ ცენტრს გააერთიანებს. 

რატომ შეირჩა კომპლექსის ლოკაციად კასპი?

სტუმარი: ირმა ელბაქიძე - კომპანია „სვიფ ლენდ გრუპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day