Home
Category
TV Live Menu

ჰონგ-კონგში აცრილებზე ძვირადღირებულ ბინას ათამაშებენ

BM.GE
01.06.21 09:50
272
ჰონგ-კონგში აცრილი მოქალაქეებიდან ერთ იღბლიანს ბინას გადასცემენ. ამ გზით, ადგილობრივი მთავრობა ცდილობს მოსახლეობის წახალისებას, რომ დროულად აიცრან, რადგან რეალურად, ვაქცინაციის ტემპი არ არის სახარბიელო ჰონგ-კონგში და მთავრობა სხვა ბიზნესებსაც მოუწოდებს, რომ მხარდაჭერის მიზნით, დაიწყონ და ჩაუშვან სხვადასხვა აქცია და თუნდაც საჩუქრი აცრილებისთვის. რაც შეეხება ბინას, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა 1.4 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპლექსში, ქალაქის ცენტრშია განთავსებული. როდის გამოვლინდება გამარჯვებული და ზოგადად რა ხდება ჰონგ-კონგში კორონავირუსის კუთხით?
 

Subscribe to our news

Get the main news of the day