რამდენიმე კვირის წინ IFC-მ საქართველოში პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც საერთო ჯამში 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისიის ნაწილია, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების დაფინანსებას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეისათვის ეს საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ოდენობის განთავსებაა. საქართველოს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია მდგრადი განვითარების აუცილებელი ელემენტია, - ამის შესახებ IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ აწერა.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ევროპის რეგიონულ დირექტორად რანა კარადშე დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა. ვენის ოფისიდან ის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე IFC-ის საპასუხო პროექტებს უხელმძღვანელებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის როლის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შესაქმნელად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
სტუმარი: რანა კარადშე - IFC-ის დირექტორი ევროპის რეგიონში;