Home
Category
TV Live Menu

ISO სტანდარტები სამედიცინო სექტორში

BM.GE
26.04.18 09:37
1000
ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ბევრი ვისაუბრეთ ისეთი სექტორების ჭრილში, როგორებიცაა კვების პროდუქტების წარმოება, ბიო-ქიმიური წარმოება, ტრანსპორტირება, მშენებლობა და ა.შ. ამჯერად დავინტერესდით, თუ რამდენად აქტუალურია ეს საკითხი ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ჯანდაცვაა. ავერსის კლინკა ერთ-ერთი პიონერია, რომელმაც ISO სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი 2013 წელს მოიპოვა. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად კლინიკის მუშაობა არის გარანტი იმის, რომ პაციენტს ქვეყნიდან გაუსვლელად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლია. ავერსის კლინიკას“ ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD –ის მიერ აქვს მინიჭებული.

სტუმარი: დიმიტრი ჯორბენაძე - "ავერსის კლინიკა", გენერალური დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day