Home
Category
TV Live Menu

კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემა იცვლება

BM.GE
29.11.22 09:45
97
მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილებას მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით, ნიკოლაძის ქუჩის გავლით შეძლებენ. რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი კოსტავას ქუჩის გამოყენებით, მარცხნივ მოხვევით, მხოლოდ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day