Home
Category
TV Live Menu

ლაბორატორიული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების პროექტის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

BM.GE
04.07.23 10:38
75
ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი „ლაბორატორიული მომსახურების გარე ხარისხის შეფასების" კვლევას იწყებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის მიზანია სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის შეფასება და ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურების ადვოკატირება. პროექტი მოიცავს ლაბორატორიული მომსახურების გარე ხარისხის კონტროლის შეფასებას, თვისებრივ კვლევას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების ანალიტიკას, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის. კვლევა ქვეყნის ექვს ქალაქში - თბილისში, საგარეჯოში, ოზურგეთში, ქუთაისში, მარნეულსა და გორში ჩატარდება და ლაბორატორიული პროცესების შეფასებასთან ერთად ამ სფეროში დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილ ტრენინგებსაც მოიცავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day