Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმები წესდება

BM.GE
26.04.23 12:01
114
მიმდინარე კვირაში დაიწყო ასევე პარლამენტმა სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც მკაცრ ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების იმ მფლობელების მიმართ, რომლებიც მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით. კანონპროექტის მიღების შედეგად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საჯარიმო სანქციის შემოღების საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს, არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია სავალალო შედეგები გამოიღოს. რამდენად დიდი მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე, რამდენად შეცვლის საჯარიმო სანქციები აქამდე არსებულ პრაქტიკას?

სტუმარი: რატი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;

Subscribe to our news

Get the main news of the day