Home
Category
TV Live Menu

“Mouth Melters” - შოკოლადის ქვევრები

BM.GE
22.09.22 10:28
139
„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებლებმა, ერეკლე და გიორგი ლოლაძეებმა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნო-საწარმო გახსნეს, სადაც შოკოლადის ქვევრების წარმოება დაიწყეს. სახელოსნოში შოკოლადის დამზადების სრულ პროცესში ლოლაძეების დედა - ლალი ჩახვაშვილია ჩართული. ლოლაძეების შოკოლადი Mouth melters-ის ბრენდის ქვეშ იყიდება. პანდემიის პერიოდში შექმნილი სტარტაპი როგორც კლასიკურ შავ და რძიან შოკოლადს, ასევე მანგოს, მალინისა და მაყვლის შიგთავსის მქონე შოკოლადს აერთიანებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day