მსოფლიოში სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა Nasdaq, $9 ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, მზადაა, რეგულირებად ბაზარზე კრიპტოვალუტების პლატფორმა გახდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC–ის ეთერში Nasdaq–ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმანმა განაცხადა. ფრიდმანთან საუბარში პროგრამა Squawk Box–ის წამყვანმა კევინ ო’ლირმა კრიპტოვალუტების მრავალი ბირჟის არასაკმარისი ლიკვიდურობის საკითხი წამოწია. „დღეს კრიპტოვალუტების ბაზარი არ არის რეგულირებადი, ასე რომ, გადაწყვეტილება – გავმხდარიყავით კრიპტობირჟა, არ მიგვიღია. თუმცა, უკვე ვაწვდით ჩვენს ტექნოლოგიებს“, – თქვა ადენა ფრიდმანმა. საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა ასეთი შენიშვნა გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად ბიტკოინ–ბირჟა Gemini საბირჟო მანიპულაციების მონიტორინგის მიზნით Nasdaq–ის ტექნოლოგიას გამოიყენებს. ფრიდმანის მომდევნო მინიშნება კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.