Home
Category
TV Live Menu

ნავთობიმპორტიორებისათვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

BM.GE
25.01.23 12:33
125
საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე ნავთობიმპორტიორებისათვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების მიზნით მთავრობამ ნორმატიული აქტი უნდა მიიღოს. 

აქტის პროექტი უკვე არსებობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მოამზადა, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რას სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან განიხილეს. რა ტიპის ვალდებულება უჩნდებათ ნავთობიმპორტიორებს და როდიდან?

სტუმარი: აკაკი საღირაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;




Subscribe to our news

Get the main news of the day