სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს. ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან საპროცენტო განაკვეთს დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB- დონით განისაზღვრა. „ნიკორა ჯგუფის“ რიგით მე-6 განთავსება ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე და ახალი რეალობა საპენსიო სააგენტოს ინვესტირების მხრივ.
სტუმრები: ლევან შავკაციშვილი - თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი;
ირაკლი ბოქოლიშვილი - სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი;