Home
Category
TV Live Menu

ნონა მამულაშვილი შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტია

BM.GE
18.01.18 14:14
1020

ნონა მამულაშვილი შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით აირჩიეს.  ნონა მამულაშვილი პარალელურად საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტის პოსტაც იკავებს და ამ თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს.  Bm.ge-სთან საუბრისას ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ახალ თანამდებობაზე საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს და აპირებს, ასოციაციის მეშვეობით გააქტიუროს შვეიცარიელი ბიზნესმენები საქართველოში და პირიქით.  „წელს მოხდა EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირება და წელს იქნება საკმაოდ აქტიური პერიოდი ამ მიმართულებით. ვეცდებით, საქართველოთი შევიცარიელი ინვესტორები დავაინტერესოთ და რაც მთავარია, საქართველოდან გავიყვანოთ ქართველი ბიზნესმენები შვეიცარიაში“,- აცხადებს მამულაშვილი.  შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის 2005 წლიდან მოქმედებს.


18/01/2018

Subscribe to our news

Get the main news of the day