Home
Category
TV Live Menu

პირველად საქართველოში - თიბისიმ ონლაინ განვადების ციფრულ არხი შექმნა

BM.GE
09.10.20 09:23
518
თიბისი ბანკმა ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge-ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული ობიექტებიდან მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს. პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თიბისი ბანკის ონლაინ განვადების სერვისი საქართველოში ინოვაციურია.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day