Home
Category
TV Live Menu

პირველი Bitcoin ბანკომატი საქართველოში

BM.GE
07.05.18 08:58
1033
საქართველოში პირველი Bitcoin ბანკომატი კომპანია TPS-მა გახსნა. მომხმარებელს კრიპტოვალუტის გადაცვლა ნაღდ ფულზე უკვე შეუძლია. ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომერი და ქვითარია საჭირო, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში კრიპტოვალუტა ეროვნულ ვალუტაში კონვერტირდება. ჯერ-ჯერობით კომპანიას 2 ტერმინალი აქვს გახსნილი კოსტავას #71 და შ.დადიანის #12 ნომერში. კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია $448 მილიარდს შეადგენს, Bitcoin-ი 9617 დოლარი ღირს, Etherium-ი $770, Ripple-ის შეძენა კი 88 ცენტად შეგიძლიათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day