Home
Category
TV Live Menu

პროფესიული განათლების ღია კარის დღეები

BM.GE
26.07.21 12:43
683
ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო სახელწოდებით - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება - „ღია კარის დღე“, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოეწყო. კამპანიის მიზანია პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ პირებში ახალი პროფესიული პროგრამებისა და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მსგავსი ღონისძიებები თვის ბოლომდეა ჩანიშნული, ხოლო პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day